0
მენიუ
banner banner

"მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩემს კარიერულ წინსვლაში" - სოფო შავიშვილის შთაბეჭდილება

"მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩემს კარიერულ წინსვლაში" - სოფო შავიშვილის შთაბეჭდილება

 

სოფო შავიშვილმა სმარტ აკადემიაში კურსი - მარკეტინგი პრაქტიკაში გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

“ჩემი მიზანი იყო მემოგზაურა მარკეტინგის ჯადოსნურ სამყაროში, გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები და მიმეღო გამოცდილება.”

კურსის განმავლობაში ვისწავლე

  • კრეატიული სააგენტოსთვის მისაწოდებელი ,,ბრიფის'' სრულყოფილად ჩამოყალიბება (ლაკონურად და ამომწურავად) და მათთან ეფექტურად თანამშრომლობის მთავარი ფაქტორები

  • სწორი სამიზნე აუდიტორიის შერჩევა

  • იდეების რეალობაში გადმოტანა

  • პროდუქტის შექმნის სურვილიდან-განხორციელებამდე გასავლელი გზის მენეჯმენტი 

  • კონკურენტულ ბაზარზე ავთენტურობის შენარჩუნება





კურსის მსვლელობისას გამოვიმუშავე - აზრების, იდეების სწორად და ლაკონიურად  ჩამოყალიბების უნარი.  გავხდი დეტალებზე უფრო მეტად ორიენტირებული. ვისწავლე, როგორ შეიძლება ლიმიტირებულ დროში, საუკეთესო შედეგის დადება. ასევე ვისწავლე,  პროდუქტის, ბაზრის, კონკურენტების საფუძვლიანად გამოკვლევის ხერხები ახალი პროდუქტის შექმნის პროცესში. გავეცანი გამორჩეული კრეატიული სააგენტოების შექმნის ისტორიას, განვითარების გზას და სპეციფიკას. აღმოვაჩინე არაერთი ბრენდი, რომლის ინსაითებმაც დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში. ვფიქრობ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩემს კარიერულ წინსვლაში.



ლექტორის შესახებ

ქეთი ვარსკვლავია, რომელიც სულ უნდა ანათებდეს. მისმა პროფესიონალურმა დამოკიდებულებამ, უშუალო ურთიერთობამ, პრაქტიკულმა მაგალითებმა და მარკეტინგის მნიშვნელობის სიღრმისეულად მოწოდებამ, კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ სწორი მიმართულებით გადავწყვიტე კარიერული განვითარება. ის ყოველთვის გულანთებული, ამომწურავად პასუხობს ჩემს ნებისმიერ შეკითხვას, მაძლევს მოტივაციას და მახვედრებს, რომ ჩვენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექცია განსაკუთრებული და გამორჩეული იყო, თუმცა გამოვყოფდი ფინალური პრეზენტაციის დღეს, როცა კურსის შემაჯამებელი პრეზენტაცია და ჩვენ მიერ შექმნილი ბრენდი წარვადგინეთ. ამ დღეს, პირადად შევხვდით ერთმანეთს,  გავცვალეთ ემოციები და მიღებული ცოდნა. პრეზენტაცია იყო ინტერაქციული, ვუპასუხე უამრავ შეკითხვას და მივიღე სასარგებლო რჩევები.


კურსის დასრულების შემდეგ

ვგეგმავ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ეფექტრად გამოვიყენო პრაქტიკაში. ჩემი მიზანია ვიყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი კადრი, რომელსაც არ ეშინია სიახლეების და გამოწვევების.

პროფესია - მარკეტერი 

ვფიქრობ, ამ ხარისხით თავისუფლება არცერთ პროფესიაში არ არის. ახალი სიტყვა, მრავალფეროვნება, სიახლეები, მუდმივი განვითარება, კრეატივი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ყველაზე მეტად მომწონს მარკეტინგი.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია არის თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული მისაღწევი შედეგები და ამ შედეგამდე მისასვლელი გზა. კურსი ძალიან კარგად არის ორგანიზებული - დროები მორგებულია, ინფორმაცია ყოველთვის ადვილად გასაგები და ამომწურავია. საერთო ჯამში, იღებ ცოდნას, რომელიც დამწყები თუ პროფესიონალი ადამიანისთვის ერთნაირად სასარგებლოა.

სმარტ აკადემიას დიდი და გამორჩეული როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. სწორედ ამ კურსის მეშვეობით გავიაზრე, რომ მარკეტინგი არის ის მიმართულება, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ, ვიღებ პროცესით სიამოვნებას და მუდმივად ვვითარდები. 

დარეგისტრირდი კურსზე მარკეტინგი პრაქტიკაში აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები